კომენტარი
    2026-09-18 | 15:09

    ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციაზე: როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში დადგება მათი პასუხისმგებლობაც

    როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. 

    „არის კონკრეტული კომპანია, რომელიც მთელი დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას. უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    მსგავსი სტატიები