სოცმედია
2026-09-22 | 17:13
ადგნენ და ამოიღეს რძის პროდუქტები, რატომ? გამოდის რძის პროდუქტები იყო ინფიცირებული ნოროვირუსით? - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"კიდევ ერთი გაურკვევლობა ბაღების საკითხში: ასე უბრალოდ ადგნენ და ამოიღეს რძის პროდუქტები.
რატომ? დადგინდა, რომ რძის პროდუქტები ინფიცირებული იყო? ამჟამად გამოცხადებული ვერსია ნოროვირუსული ინფექციაა. მაშინ გამოდის, რომ რძის პროდუქტები იყო ინფიცირებული ნოროვირუსით?
თუ ასეა, საიდან მოხვდა რძის პროდუქტში ნოროვირუსი?
მოკლედ, ჯერ-ჯერობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეპიდაფეთქებაზე რეალურად არავითარი დასკვნები არ გვაქვს.
ისევ ველოდებით რაიმე კომენტარს კითხვაზე: თუ ნოროვირუსია, კლინიკებში რატომ არ მოხდა მისი დიაგნოსტირება?"