საზოგადოება
    2026-09-24 | 14:52

    საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა

    საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი.

    მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    „აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)- აღნიშნულია ინფორმაციაში.