პოლიტიკა
    2026-09-24 | 16:00

    ვერ დავიწყებ მარჩიელობას, რა მოხდება ბიძინა ივანიშვილის ტვინში, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს არა სახელმწიფოს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი, პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე - თამარ კეკენაძე

    ვერ დავიწყებ მარჩიელობას, რა მოხდება ბიძინა ივანიშვილის ტვინში, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს არა სახელმწიფოს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი, პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე - თამარ კეკენაძე

    ასაკრძალი პარტიების სიაში ჩვენი პარტიის შეყვანა ნათლად აჩვენებს ჩვენი საქმიანობის ეფექტურობას – იქნება ეს საპარლამენტო, რეგიონული, თუ ის მთავარი საქმიანობა, რასაც გიორგი გახარია და მთელი პარტია ვახორციელებთ, რაც გულისხმობს ანტიოკუპაციურ საქმიანობას, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

    „ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში როგორ გრძელდება ანექსიური პროცესების დაჩქარება, განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონში. როგორ დუმს „ქართული ოცნება“ და ამის პარალელურად, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც თვეების განმავლობაში, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყეთ საუბარი, რომ ეს იქნებოდა რეალობა და ყველას ერთად უნდა ამოგვეღო ხმა. სამწუხაროდ, ოპოზიციის სხვა ფლანგი ერთმანეთში გარჩევებით და კორუფციული გარიგებებით არის დაკავებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ანტისაოკუპაციო მიმართულებით მუშაობას, როგორც საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან საუბრის კუთხით. რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა გამაღიზიანებელი და ხელის შემშლელი ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ ჩვენ არ გაგვკვირვებია მათი ეს გადაწყვეტილება. ვერ დავიწყებ მარჩიელობას, რა მოხდება ბიძინა ივანიშვილის ტვინში, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს არა სახელმწიფოს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი, პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ვაგრძელებთ ჩვენს ძალიან გეგმურ და პრაგმატულ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოს ყველა კუთხეში და ასე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს კობახიძე, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

    „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

    მსგავსი სტატიები