კომენტარი
    2026-09-28 | 12:56

    ეს არის იმ სისულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ ნახა და წაიკითხა - გიგა ფარულავა

    ეს არის იმ სისულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ ნახა და წაიკითხა - გიგა ფარულავა

    ეს არის იმ სისულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ ნახა და წაიკითხა. ფაქტია, რომ მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება. ამით ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ. თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას,- ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიგა ფარულავა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის წერილს.

    „რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში: ვის „ნაცობაზე“ ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი - როგორც ყოფილი, ისე მოქმედი წევრებით - სავსეა „ნაცებით“? ასევე, თავის ეპისტოლეში თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში: ლგბტ თემისა თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი თავად მათ გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, ის თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თავად მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, თუ როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები.

     შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ. რაც ამ კონკრეტულ წერილში წერია სისულელეა პირველიდან დაწყებული, ბოლო პუნქტამდე. დღეს, ქვეყანაში თუ რამე არსებობს მანკიერი როგორც პოლიტიკურ, ასევე ადმიანურ დონეზე, ამ ყველაფრით „ქართული ოცნებაა“ სავსე“, – განაცხადა გიგა ფარულავამ. 

    ცნობისთვის, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გახარიას გუნდზე საუბრობს.

    მსგავსი სტატიები