ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სხდომას არ ესწრებოდა ჟურნალისტი, ვახო სანაია, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსრუდულია“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.