სამართალი
2026-11-27 | 00:11
ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, თურქი გულშემატკივრები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდდება.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.
უეფა-ს განცხადებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.