დღის კალენდარი - 31 ოქტომბერი
წლის 304-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 61 დღე.
საეკლესიო კალენდარი
წმიდისა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასი (I); მოწამისა მარინი ბერისა (IV); ღირსისა იულიანე მეუდაბნოისა (IV).
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა, მკვიდრი სირიის ანტიოქიისა, 70-თაგან წმიდა მოციქული, იყო თანამოღვაწე წმიდა პავლე მოციქულისა. იგი მკურნალი იყო და ედესის განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა. როცა ქრისტეს შესახებ შეიტყო, ლუკა მკურნალი პალესტინაში ჩავიდა და იქ შეითვისა სულის მაცხონებელი მოძღვრება თვით უფალ იესო ქრისტესაგან. 70 მოციქულთა შორის, რომელიც თვით მაცხოვარმა გაგზავნა ცათა სასუფევლის ქადაგებისათვის ჯერ კიდევ თავის ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ლუკა მახარებელიც იყო. თავის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკასა და კლეოპას გამოეცხადა.
მოციქული ლუკა მონაწილეობას იღებდა წმიდა პავლე მოციქულის მეორე მისიონერულ მოგზაურობაში და მას შემდეგ ისინი განუყრელად ერთად იყვნენ. როცა წმიდა პავლე მისმა ყველა თანამოღვაწემ მიატოვა, მოციქული ლუკა არ მოსცილებია მას და წმიდა პავლეს ყველა გაჭირვებას იზიარებდა. უმთავრეს მოციქულთა მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, წმიდა ლუკამ დატოვა რომი და სახარების ქადაგებით განვლო აქაია და ლიბია, ეგვიპტე და ფიბეიდა. ქალაქ ფიბაში კი მან მოწამებრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება.
საეკლესიო გადმოცემა წმიდა ლუკა მახარებელს მიაწერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას. წმიდა ლუკასვე ეკუთვნის უმთავრეს მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხატებიც.
თავისი სახარება წმიდა ლუკა მახარებელმა დაწერა 62-63 წლებში, რომში, თვით პავლე მოციქულის შეწევნითა და ხელმძღვანელობით. წმიდა ლუკამ ამ სახარების პირველივე მუხლებში ნათლად გამოხატა თავისი შრომის მიზანი: რაც შეიძლება სრულად და ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აღეწერა ყოველივე, რაც კი ცნობილი იყო ქრისტიანებისათვის იესო ქრისტესა და მისი მოძღვრების შესახებ, და ამით მტკიცე ისტორიული დასაბუთება მიენიჭებინა ქრისტიანული სასოებისათვის.
დაიბადნენ:
1632 – იან ვერმეერ დელფტელი, ჰოლანდიელი ფერმწერი, გარდაიცვალა 1675 წელს.
1795 – ჯონ კიტსი, ინგლისელი პოეტი, გარდაიცვალა 1821 წელს.
1835 – ადოლფ ბაიერი, გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1917 წელს.
1890 – დავით ყიფშიძე, ფილოლოგი, ისტორიკოსი, გარდაიცვალა 1919 წელს.
1891 _ გრიგოლ რობაქიძე, მწერალი. Gგარდაიცვალა 1965 წელს.
1907 – ევგენი ხარაძე, ასტროფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გარდაიცვალა 2001 წელს.
1910 – თინათინ ქუთათელაძე, ინჟინერ-არქიტექტორი.
1930 – მაიკლ კოლინზი, ამერიკელი კოსმონავტი, მონაწილეობდა კოსმოსურ ხომალდ „აპოლონ 11“-ის ისტორიულ ფრენაში, რომლის დროსაც ნ. არმსტრონგი და ე. ოლდრინი პირველნი გადავიდნენ მთვარეზე.
გარდაიცვალნენ:
1926 – დავით გურამიშვილი, ცნობილი ფერმწერი, რეალისტური სკოლის წარმომადგენელი, დაიბადა 1857 წელს.
1986 – რობერტ მულიკელი, ამერიკელი ფიზიკოს-ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1896 წელს.
1996 – მარსელ კარნე, ფრანგი კინორეჟისორი, დაიბადა 1909 წელს.
1984 – ინდირა განდი, ინდოეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, დაიბადა 1917 წელს.
1993 – ფედერიკო ფელინი, იტალიელი მსახიობი და კინორეჟისორი, დაიბადა 1920 წელს.
მოვლენები:
1517 წელი – მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე გამოაკრა თავისი ცნობილი 95 თეზისი.
1864 წელი – ნევადა აშშ-ს 36-ე შტატი გახდა.
1887 წელი – სანკტ-პეტერბურგში შედგა რიმსკი-კორსაკოვის ოპერის „ესპანური კაპრიჩიოს“ პრემიერა.
1887 წელი – ჰოლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბოიდ დანლოპმა დააპატენტა ველოსიპედის პნევმატური საბურავი.
1905 წელი – რუსეთში დაიწყო ებრაელთა მასობრივი დარბევა.
1918 წელი – თურქეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
1918 წელი – უნგრეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
1943 წელი – ყარაჩაელი ხალხი იძულებით გადაასახლეს ციმბირსა და ყაზახეთში.
1961 წელი – კომუნისტური პარტიის XXII ყრილობის გადაწყვეტილებით სტალინის ნეშთი მავზოლეუმიდან გამოიტანეს.
1968 წელი – აშშ-ს პრეზიდენტმა განკარგულება გასცა ჩრდილო ვიეტნამის დაბომბვის შეწყვეტისა და ვიეტნამის მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
1984 წელი – მოკლეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი.
1984 წელი – რაჯივ განდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
1992 წელი – ვატიკანმა ოფიციალურად მოახდინა გალილეო გალილეის რეაბილიტაცია.
2020 წელი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ღირსსახსოვარი დღეები:
აშშ – ჰელოუინი (მოჩვენების დღესასწაული).
სლოვაკეთი – რეფორმაციის დღე.