დღის კალენდარი - 2 ნოემბერი
წლის 306-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 59 დღე.
საეკლესიო კალენდარი
დიდმოწამისა არტემ ანტიოქიელისა (362); ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა (1995).
დაიბადნენ:
1699 _ ჟან შარდენი, ფრანგი ვაჭარი, მოგზაური, მხატვარი ავტორი წიგნისა `მოგზაურობა საქართველოში~. გარდაიცვალა 1779 წელს.
1755 – მარი ანტუანეტა, საფრანგეთის დედოფალი, ლუი XVI-ის მეუღლე, თავი მოკვეთეს 1793 წელს.
1815 – ჯორჯ ბული, ინგლისელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი, სიმბოლური ლოგიკის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1864 წელს.
1861 – მორის ბლონდელი, ფრანგი ფილოსოფოსი, გარდაიცვალა 1949 წელს.
1865 – უოლენ გამალიელ ჰარდინგი, აშშ-ს 29-ე პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1923 წელს.
1891 – ვლადიმერ ჟღენტი, პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1972 წელს.
1903 – ვიქტორ კუპრაძე, მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გარდაიცვალა 1985 წელს.
1906 – ლუკინო ვისკონტი, გამოჩენილი იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი, გარდაიცვალა 1976 წელს.
1911 – ელიტის ოდისეუსი, ბერძენი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
გარდაიცვალნენ:
1960 – დიმიტრი მიტროპოლოსი, ბერძენი დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი, დაიბადა 1896 წელს.
1958 – ადამ კარსი, ინგლისელი მუსიკათმცოდნე, კომპოზიტორი, დაიბადა 1878 წელს.
მოვლენები:
1721 წელი – პეტრე I იმპერატორად აკურთხეს.
1889 წელი – სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტა ამერიკის 39-ე და 40-ე შტატი გახდა.
1894 წელი – ნიკოლოზ II რუსეთის იმპერატორად აკურთხეს.
1914 წელი – რუსეთმა ომი გამოუცხადა თურქეთს.
1928 წელი – ფილადელფიაში შედგა შოსტაკოვიჩის პირველი სიმფონიის პრემიერა.
1945 წელი – იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს.
1946 წელი – ტაშკენტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც განადგურდა ათასობით
სახლი.
1948 წელი – ჰარი ტრუმენმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
1976 წელი – აშშ-ს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გახდა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ბოლივია, ბრაზილია, მექსიკა, ელ-სალვადორი და ურუგვაი – სულების დღე.
ეკვადორი – მიცვალებულთა ხსენების დღე.