სამართალი
2026-11-02 | 12:19
პოლიციამ მარნეულში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები
2026-11-02 | 12:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს2026-10-31 | 12:15
საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქეა დაკავებული