პოლიტიკა
    2026-11-05 | 16:00

    ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! -  „დროა“

    ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! -  „დროა“

    ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!- ასე ეხმაურება პარტია „დროა“ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით უწყებამ „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

    პარტია დროა განმარტავს, რას ედავება რუსეთის საგამოძიებო უწყება.

    „რაში „გვედება ბრალი”:

    აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;

    ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;

    საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;

    საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;

    უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;

    და ბოლოს, იმაში, რომ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.

    ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!

    ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“- წერს პარტია „დროა“ განცხადებაში.

    ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

    მსგავსი სტატიები