სამართალი
2026-11-06 | 12:28
ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
პროკურატურა ირაკლი ჩხვირკიას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მას საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპროცესო პირობების მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება.
მსგავსი სტატიები
2026-11-06 | 14:29
ბათუმელმა მედროშემ ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა2026-11-06 | 13:13
ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული2026-11-06 | 10:57
საგარეჯოში 2 ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია