პოლიტიკა
    2026-11-26 | 14:52

    ქართველმა ხალხმა 28 ნოემბერს  რეპრესიას და ტერორს უნდა გასცეს საკადრისი პასუხი -  ლაშა ფარულავა

    ქართველმა ხალხმა 28 ნოემბერს  რეპრესიას და ტერორს უნდა გასცეს საკადრისი პასუხი -  ლაშა ფარულავა

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის მსხვერპლია. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური რეპრესია გრძელდება, რასაც ქართველი ხალხი 28 ნოემბერს პროტესტით უნდა უპასუხოს.

    „გრძელდება რეპრესია და ტერორი, სწორედ ამაზე საუბრობს ევროპარლამენტი. პაატა ბურჭულაძე, პოლიტიკოსები, ახალგაზრდები ამ ბრძოლაში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაერთნენ, რომ გადაარჩინონ საგარეო კურსი. ჩვენი ისტორიული არჩევანი უნდა გადარჩეს, ევროპული მომავალი უნდა გადარჩეს და სწორედ ამის გამო ისჯებიან ის ადამიანები, რაც არის ცალსახად პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები. ივანიშვილის ოლიგარქები დაისჯებიან და პირველ რიგში, დასჯის ქართველი ხალხი. 

    დიდი ხანია, უკვე ველოდებით ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები იგვიანებს, ჩვენ მათ ვერ დაველოდებით, ქართველმა ხალხმა 28 ნოემბერს ამ რეპრესიას და ტერორს უნდა გასცეს საკადრისი პასუხი. არანაირი მართლმსაჯულება არ არსებობს საქართველოში, ამაზე საუბრობს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორჯერ გახდა პრემიერი ივანიშვილის კურთხევით, იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრი. ის საუბრობს, რომ აღნიშნული სასამართლო არის კენგურუს სასამართლო, ის საუბრობს, რომ ცირკი არის სასამართლოს ნაცვლად და რა თქმა უნდა, როდესაც ცირკს და კენგურუს სასამართლოს უწოდებს ივანიშვილის პრემიერი მართლმსაჯულების სისტემას, რა თქმა უნდა, არანაირი ნდობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ასეთ ინსტიტუციას არ ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ უმძიმესი შეფასებები. პაატა ბურჭულაძე არის პოლიტიკური ტყვე, მის მიმართ ხორციელდება არნახული პოლიტიკური ზეწოლა და ვენდეტა, ანგარიშსწორება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ მოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა. მას აქვს დიდი გავლენა ქართულ საზოგადოებაში და არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული მსოფლიო საოპერო ბანია. ეს არის მთავარი საფრთხე და ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც გამოკეტა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე საპყრობილეში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.