სამართალი
    2026-11-26 | 16:34

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

    საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბანკის სერვის-ცენტრის ფილიალის სალაროს გამგემ, 2021 წლის ივნისიდან 2024 წლის 4 ივლისამდე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე ფილიალის სალაროში არსებული თანხა - 420 959,60 ლარი, 12,300 ევრო და 110 900 აშშ დოლარი.

    „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.