კომენტარი
    2026-11-27 | 16:54

    ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა, ეს იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა- სულხან თამაზაშვილი

    ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა, ეს იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა- სულხან თამაზაშვილი

    შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმის სტადიონზე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაშავდა. მისივე თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

    როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპორტული ღონისძიებების დროს გულშემატკივრებს განსაკუთრებული ემოციურობა და აგრესია ახასიათებთ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა კი პოლიციის პასუხისმგებლობაა.

    მინისტრის განმარტებით, ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

    ამასთან, თამაზაშვილმა მზია ამაღლობელის საქმესთან ბათუმის სტადიონზე განვითარებული მოვლენების შედარება არასწორად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავებაა.

    „ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ეს იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა. ესენი არიან ქომაგები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური ქცევა“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

    მინისტრის თქმით, სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ობიექტს.

    თამაზაშვილის განმარტებით, მატჩის ორგანიზატორი და მასპინძელი თურქული მხარე იყო, ხოლო საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა.

    მისივე განცხადებით, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას უეფა დააკისრებს.

     

    მსგავსი სტატიები