მსოფლიო


15 გარდაცვლილი, 150-ზე მეტი დაკარგული - ხანძრის შედეგები კალიფორნიაში
სულ მცირე 15 გარდაცვლილი, ხოლო 150-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - ასეთი შედეგები გამოიწვია ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩაღებულმა ხანძარმა. ამის შესახებ ბიბისი იუწყება.
ცეცხლი კვირას გაჩნდა და უკვე გაანადაგურა 1500 სახლზე მეტი. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი სან ფრანცისკოს ჩრდილოეთით მდებარე სანტა როსა აღმოჩნდა, სადაც მთელი უბნები მიწასთანაა გასწორებული.
კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო სიტუაციის შესახებ გამოაცხადა სონომაში, ნაპასა და 5 სხვა ოლქში.
ხანძარი რთველის პერიოდს დაემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, 4 მარანი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზარალდა.
კალიფორნიის სახანძრო სამსახურის უფროსის კენ პიმლოტის განცხადებით, 17-ზე მეტი ცეცხლის კერა გაჩნდა 26 000 ჰექტარ ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში. ის შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მისი თქმით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა დეკლარაცია სტიქიური უბედურების შესახებ, რომელიც აფინანსებს ფედერალური დახმარების გაწევას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
23 იანვარი, 2021 , 17:35

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია
20 იანვარი, 2021 , 21:17

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია
20 იანვარი, 2021 , 11:05

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15