უკან
სამართალი
17 ოქტომბერი, 2019 15:00
20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მუხრან ფანგანმა ბრალი აღიარა, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდაოდ ცნო.