უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
- 10.10.2025 10:56პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:53პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:46საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- 10.10.2025 10:03დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
- 10.10.2025 09:49საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 10.10.2025 09:44შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 09:00დღის კალენდარი - 10 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება


21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ოჯახის ქონებრივი დეკლარაცია
მედიაჩეკერი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის და მისი ოჯახის ქონებრივ დეკლარაციას აჯამებს.
მისი მიხედვით, ბექაური თბილისში, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში $1 მილიონზე მეტი ღირებულების 14 მიწის ნაკვეთს ფლობს, ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული $178 060-ის ღირებულების 2 ბინა ბორჯომისა და დუშეთის რაიონებში.
ბექაური მეუღლის ეკატერინე ბექაურის, რომელიც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომუნიკაციების დირექტორია, სახელზეა თბილისსა და ბათუმში მდებარე $3 მილიონამდე ღირებულების 19 ბინა.
"კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ფლობს 2021-2023 წლებში შეძენილ 5 მსუბუქ ავტომანქანას: Ford F-150 raptor ($85 580), PORSCHE PANAMERA GTS (372 528 ლარი), BMW X7 XDRIVE 401 (238 156 ლარი), RANGE ROVER AUTOBIGRAPHY (602 052 ლარი), LAND ROVER DEFENDER (326 383 ლარი).
ბექაურის საკუთრებაშია € 56 ათასზე მეტი ღირებულების 5 ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან 3 მან 2024 წელს შეიძინა. კახი ბექაურს აქვს 4 მაჯის საათიც (Zenith-ის 2, Cartier და Rolex-ის), რომელთა საერთო ღირებულებაც $37 500 და €16 050-ია", - წერს მედიაჩეკერი.
კახა ბექაური ასევე ფლობს სუპერმარკეტების ქსელის "ორი ნაბიჯის" 33,33%-იან წილს, საიდანაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მან 20 515 605 ლარი მიიღო.
ამასთანავე იგი ფლობს წილებს შპს „ვარცლა ჰოტელ ენდ სპაში“, შპს „თბილისის სპორტინგის კლუბში“, შპს „კერა კაპიტალში“, შპს „მეგაპოლის კლასიკსა“ და ფრანგულ SCI NAP REAL ESTATE-ში
ბექაურის ოჯახს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე 1 650 000 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი" ბანკის შემნახველ ანგარიშზე 4 447 155 ლარი აქვს.
"2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ოჯახმა მიუთითა ის გასავალიც, რომლის ოდენობამაც 5 000 ლარს გადააჭარბა. მათ შორისაა:
- ავეჯის ღირებულება - 1 557 938 ლარი; ჩასაშენებელი ავეჯი - 52800 USD; ავეჯი, დეკორაცია - 11699,38 EUR;
- მოგზაურობა, დასვენება - 71 109 EUR და 21 908 USD;
- ეზოს გამწვანება - 136 488 ლარი;
- ჭკვიანი სახლის სისტემის მონტაჟი - 51 758 ლარი;
- ლიფტის შახტის მოწყობა - 34 417 ლარი;
- აუზის მოწყობა - 118 953 ლარი", - წერს მედიაჩეკერი.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
10 ოქტომბერი, 2025 , 10:46

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
10 ოქტომბერი, 2025 , 09:49

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რამდენიმე რადიომაუწყებელი გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა
9 ოქტომბერი, 2025 , 18:05

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance
9 ოქტომბერი, 2025 , 17:55

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
9 ოქტომბერი, 2025 , 17:37

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით
9 ოქტომბერი, 2025 , 11:17