უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 11:30
font-size

90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ სჯიდა - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლილას რუსეთის აგრესიის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მოსკოვის მოქმედებები 90-იანი წლებიდან მოყოლებული იყო მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია, რომელიც ოკუპანტის მაგიერ მშვიდობის გარანტი უნდა იყოს.

„არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სულ დასაწყისიდანვე, 90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, საქართველოს ნაბიჯებს, გახდეს მართლაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა, თავიდანვე სჯიდა იმ კონფლიქტებითა და დაპირისპირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა და მას ტერიტორიული მთლიანობა დაუკარგა.

ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიც არის წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე. ზღუდავს ურთიერთობებს საზოგადოებებს შორის და ამას ახორციელებს ფაქტიურად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის.

ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სწორედ როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე.

ანა მებურიშვილი

გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი

30 იანვარი, 2026 , 19:12

საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე , - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგ

ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი

30 იანვარი, 2026 , 14:00

ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს ი

ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი

30 იანვარი, 2026 , 13:16

ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა. ეს ადამიანები ზიზღს აფრქვევენ უნივერსიტეტის პროფესორების, რექტორებისა და პროფესორების მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამე

საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი

30 იანვარი, 2026 , 13:05

გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, – ამის შესახებ ს

მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი

30 იანვარი, 2026 , 12:22

მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რ

„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი

30 იანვარი, 2026 , 12:11

არაა აუცილებელი თავისუფლება ერთბაშად წაგართვან, მას რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს - „შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი