უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 მაისი, 2017 18:20
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომის დახურვას

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების თაობაზე.

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ. მათ შორის, მოსამართლემ გაიზიარა არგუმენტი, რომ საქმეში არსებულ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების საჯაროობის შეზღუდვა პირდაპირ არღვევს სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას. მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის არსებობას სახელმწიფო მმართველობის მიმართ და წარმოადგენს გარანტიას, რომ დაცულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ყველა ქმედების საჯაროობის პრინციპი. საზოგადოებას აქვს უფლება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე მიიღოს ინფორმაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიიჩნევს, რომ დღევანდელი სხდომის დახურვა ნამდვილად არ ემსახურება კანონიერ მიზანს და დაუსაბუთებელია სხდომის დახურვის საფუძვლად მიეთითოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი, რადგან, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ცნობილია დაცვის იმ სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც ხორციელდება ბრალდებულისა და მოწმეების მიმართ. ამასთან, სასამართლოს მიერ სხდომის დახურვის მიზეზად მითითებული პერსონალურ მონაცემთა გახმაურებისგან დაცვა არ შეიძლება, იყოს უპირატეს ინტერესად მიჩნეული, ვიდრე მართლმსაჯულების გამჭვირვალობის პრინციპი. სასამართლო სხდომები უნდა გაიმართოს საჯაროდ.

სხდომის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მოწმეთა და სხვა პირთა დაცვის აუცილებლობა ფიზიკური ან სხვა ზიანის რეალური საფრთხისაგან, მნიშვნელოვნად გადაწონის უფლებას, თავისუფლად გაშუქდეს სასამართლო პროცესი’’, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი