უკან

სამართალი

27 ივნისი, 2016 18:15
font-size

ადვოკატები სამოქალაქო სექტორს მოუწოდებენ ე.წ. კაბალების საქმეზე მოამზადონ დასკვნა

ე.წ. კაბელების საქმის განაჩენის დეტალები მსჯავრდებულთა ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს.

როგორც ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველები სამოქალაქო სექტორს მოუწოდებენ მოამზადონ დასკვნა ამ საქმეზე.

,,ვინაიდან სასამართლო ნაკლები ნდობით სარგებლობს დღევანდელ დღეს, არსებობს გზა რომელსაც მივმართავთ ჩვენ. ეს არის ობიექტური დამკვირვებლები, ობიექტური მესამე პირები, ისეთი როგორიც არის სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ვთხოვთ, შეისწავლონ ეს საქმე გააკეთონ თავიანთი დასკვნა და გააცნონ საზოგადოებას. სამართლებრივი გარემოებით მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად არასწორად აქვს სასამართლოს შეფასებული და არ არის რთული საქმე, რომ სწორად შეფასდეს ის სამართლებრივი გარემოებები, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს“, - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერმა, გიორგი გვილავამ განაცხადა, ბრალი საკმაოდ სუსტად არის დასაბუთებული.

,,გაუგებარია რატომ არ დაინტერესდა გამოძიება უმაღლესი თანამდებობის პირებით. გარდა ამისა არ ჩანს ანგარების მოტივი, არ ჩანს, რომ მათ თანხა მიითვისეს. გარდა ამისა თანხის გადარიცხვის პროცესში ჩართული იყო ფინანსთა სამინისტრო, ამ საქმემ გაიარა მთავრობაც. ბუნებრივია ამდენ ინსტანციაში და ამდენ განხილვის შემდეგ გაუგებარია როგორ მოახერხეს ბრალდებულებმა ყველას და ყველაფრის მოტყუება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ ბრალი საკმაოდ სუსტად არის დასაბუთებული და ყველა ის კითხვა, რომელიც წარმოიშვა, ზუსტად დაუსაბუთებლობის ბრალია, “ - აღნიშნა გვილავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი