უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 აპრილი, 2018 12:40
font-size

ადვოკატთა ასოციაცია დაეხმარება იმ პირებს, ვისაც უნდათ თავიანთი უდანაშაულობა სასამართლოში ამტკიცონ - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანებს თავიანთი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას აღნიშნა, ის ფენომენი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, საზოგადოებამ შეაფასა, როგორც ძალადობა და სისტემური დანაშაული და ამ პოლიტიკური შეფასების გარდა, ასევე შეიქმნა საკანონმდებლო აქტიც ამნისტიის შესახებ, თუმცა შემდეგ პროცესი წინ არ წასულა.

"საქართველოს პარლამენტმა 2012 წელ დაადგინა პოლიტიკური დევნის ფაქტები და დაადგინა სია იმ ადამიანების, რომელებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში საქმე მნიშვნელოვნად წინ ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. არაერთხელ გავუსვით ხაზი ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის საჭიროებას, თუმცა სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და მეტსაც ვიტყვი, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად უკან მიმავალი პროცესი დავინახეთ, როდესაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად, ხშირ შემთხვევაში მივიღეთ ისეთი დანიშვნები, რომელთაც გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მიმდინარე წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაჩნდა ინიციატივა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელებისა, რომელსაც ბუნებრივია მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზე შევძლებთ საუბარს, ჩვენს ხელთ არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.

"აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით გასწორდეს ის უსამართლობა, რომელიც თვითონ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ახორციელდებდა ამ დევნას, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც ის პოლიტპატიმრების სია, ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა და შემდეგ სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, ვისაც ჩვენ კანონით მივეცით სტატუსი პოლიტპატიმრების, ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლის მტკიცების. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ სერიოზული ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მათი გათავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრ შემთხვევაში ის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც ჩვენვე დავარქვით პოლიტიკური დევნა, დღეს ძალაშია. შესაბამისად, პოლიტიკური განცხადებების და პოზიციის დაფიქსირების პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პირველი არის, რომ მოვიწვიეთ გაერო-ს წარმომადგენელი, რომ დაგვეხმაროს ამ რთული ვითარების გადასალახად და მოგვცეს რჩევა ამ მიმართულებით. იმ პირებს, ვინც არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ვაძლევთ ხელში რეალურ მექანიზმს თავისი უფლებების აღდგენისათვის. დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაცია დაეხმარება იმ პირებს, ვისაც უნდათ, თავიანთი უდანაშაულობა სასამართლოში ამტკიცონ. მოხდება მეტი ინფორმაციის შეგროვება, თუ ვინ იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელდებდნენ ადამიანების ციხეში ჩასმას პოლიტიკური ნიშნით",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი