უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2018 17:30
font-size

აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების განხილვასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ასევე აფხაზური ენის განვითარებაზე ერთობლივ ზრუნვასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფას;

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი პრემიის დაწესებასა და მინიჭებას.

„დღეს ჩვენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელშიც აკადემიურადაა ჩამოყალიბებული ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიმართულებები. ამით ჩვენ საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ განათლებული და წარმატებული აფხაზეთი გვინდა! გვინდა მათი იდენტურობის შენარჩუნება და განვითარება. ამ დიად საქმეში კი მეცნიერება გადამწყვეტი როლს ასრულებს.

უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად ერთობლივი პრემიის დაარსება და მინიჭება!“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ბანკისა და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის

13 ივნისი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი,  გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

13 ივნისი, 2024 , 17:56

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას  აგრძელებს და ინიციატივებს კვლავ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. სწორედ ამ მიზნით, ბან

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს

13 ივნისი, 2024 , 15:04

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს და მათი საქმიანობის გამარტივების მიზნით ტექნოლოგიურ პლატფორმებზე საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის პარტნიორ 

ექსპერტიზის დასკვნით, ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია

13 ივნისი, 2024 , 12:43

ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი, საექსპერტო დასკვნის შედეგად, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება

13 ივნისი, 2024 , 12:30

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების და ამ მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში რიგით მეორე

წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება

13 ივნისი, 2024 , 12:01

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი