უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
მსოფლიო
29 მარტი, 2017 13:45
ამერიკის სენატმა მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შეთახმების რატიფიცირება მოახდინა
ამერიკის სენატმა ნატო-ს გაფართოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, გარდა ამისა, ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა ჩაატარა.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს შესვლას 97-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ ორი წავიდა.
BBC-ის ინფორმაციით, დროული რატიფიცირების თხოვნით სენატს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მიმართა. ამიერიდან, გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ტრამპმაც.
მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კენჭი უკვე უყარეს ალიანსის 25 წევრ ქვეყანაში. ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია რუსეთი.
მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი გახდება. ქვეყანამ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის მიწურულიდან დაიწყო.
მონიკა დავლიანიძე