უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ივლისი, 2020 15:46
font-size

არ ჩანს პოლიციის დაინტერესება, გამოძიოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მიაღებია - „ახალგაზრდა ადვოკატები“

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის გახსნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს.

აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მრავალი თვეა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის VII განყოფილების წარმოებაშია დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე). ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ დოკუმენტები, რომლის სიყალბესაც პოლიცია იძიებს, საფუძვლად დაედო, ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბავშვის დედამ - ოლივია ანტონმა სასამართლოს წარუდგინა დასაქმების კონტრაქტი და ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ სასამართლომ არ მოახდინა დოკუმენტების კვლევა - არც ერთ წარმოდგენილ დოკუმენტს არ აქვს მხარის იდენტიფიცირება, არც ერთი დოკუმენტი არ არის ნოტარიულად ან/და აპოსტილით დამოწმებული, რაც წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის მოქმედებას, არ შეიცავს ხელმომწერი მეორე მხარის საკონტაქტო ინფორმაციას, დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე ურთიერთსაწინააღმდეგოა და არც ერთ მათგანზე არ არის დასმული ოფიციალური ბეჭედი. მხარემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა გაყალბებული დოკუმენტების დამადასტურებელი მასალები - სასტუმრომ, სადაც დასაქმების ფაქტზე მიუთითებდა ოლივია ანტონი, 2020 წლის 18 მარტს გასცა ცნობა, რომ იგი არასოდეს ყოფილა დაქირავებული თანამშრომელი. შესაბამისად, მასთან არ გაფორმებულა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო სახლი და ქუჩა, რომელიც მითითებული იქნა ქირავნობის ხელშეკრულებაში, კვიპროსის ოფიციალური სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, არ არსებობს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აღნიშნული, უდავოდ მიუთითებს ორ გარემოებაზე: ა. მხარემ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ბ. სასამართლო შეიყვანა შეცდმაში, სასამართლოში წარადგინა ყალბი დოკუმენტი. ოლივია ანტონის ადვოკატმა სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები 2019 წლის 18 ოქტომბერს წარუდგინა, სასამართლომ კი საქმეზე გადაწყვეტილება, მათ შორის დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყდნობით, 22 ოქტომბერს მიიღო. სასამართლოს სწორედ 22 ოქტომბერს უმთავრდებოდა ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე განხილვის 6-თვიანი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სასამართლოს არ მიეცა ობიექტური შესაძლებლობა მისულიყო დასკვნამდე, შეეფასებინა წარდგენილი საბუთის სიყალბე და მტკიცებულებიდან ამოერიცხა. ამჟამად, მართლმსაჯულების ინტერესების, მისდამი საზოგადოებრივი ნდობისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, ვინაიდან გამოძიებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მოთხოვნაზე ყველა მიმართვა გამოხმაურების გარეშე რჩება. მეტიც, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გამოკითხული არ არის, არც ოლივია ანტონი და არც მისი წარმომადგენელი, ვინაიდან გამოირიცხოს ან დადასტურდეს ადვოკატის მტკიცებულებების წინასწარი შეფასების პროცესში კეთილსინდისიერების საკითხი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენი, პრჟემისლ ანტონი შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები კი - არ ჩანს. ეს შეშფოთება მით უფრო მზარდია, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია, არ ემსახურება განმცხადებლის სრული ინფორმირების სტანდარტს. პრჟემისლ ანტონის ოჯახი ელოდება საქმეზე სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას და რაც მთავარია - შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რაც წარდგენილი მტკციებულებების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა მომზადდეს.

„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება“ - განაცხადა არჩილ კაიაკციშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახი დარწმუნებულია, რომ ოლივია ანტონს შინაგან საქმეთა სამინისტროში მფარვლები ჰყავს.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი