უკან
უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
5 ოქტომბერი, 2017 12:55
არ ვაპირებ პროკურატურის ამ სისულელეში მონაწილეობას - გიორგი ფანცულაია
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას მთავარ პროკურატურაში ელოდებიან.
გიორგი ფანცულაია შეკითხვებს დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების შესახებ უპასუხებს.
დეკანოზის ინტერესების დამცველი მისი და ბრალდებულის სხვა ადვოკატების მხრიდან მასალების გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.
,,არ ვაპირებ პროკურატურის ამ სისულელეში მონაწილეობას. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდები პროკურატურაში, ისევე, როგორც გამოვცხადდები მაგისტრ მოსამართლესთან, მაგრამ ყველაფერს აქვს ფორმა და ჩვენ ვიცით, ჩვენი თავის დაცვაც“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ფანცულაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი