უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

24 თებერვალი, 2018 14:45
font-size

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს ვერ გადმოასვენებენ

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა უთხრეს რომ მისი შვილის ცხედარის გამოსვენება დღეს ვერ მოხერხდება.

როგორც გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, მათ კონტაქტი აქვთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და ელოდებიან როდის დაურეკავენ. ის აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლა სცადა, თუმცა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოდან მოაბრუნეს.

გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მის შვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს ჰქონია და არც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სჯერა, თითქოს მისი შვილი დივერსიას ამზადებდა.

პირველ არხთან საუბარისას გიორგი ტატუნაშვილმა აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ რეგიონში ბოლო რვა თვის განმავლობაში ხშირად გადადიოდა მანქანით და მეგობრებთან ერთად პროდუქტები გადაჰქონდა. თუმცა ცხინვალში მას არ უბრძოლია და მამას უჭირს მომხდარი მის სამხედრო საქმიანობას დაუკავშიროს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გააკეთა. მათი ცნობით, მათ მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება და სხვადასხვა ღია საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსი ერის ე.წ. გენოციდში არის გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

2018 წლის პირველ მარტს ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა სოფ. ერგნეთში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.

ჩვენი შეფასებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მაქსიმალური მობილიზება, რათა მოხდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება.

ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაციის მყისიერ მიწოდებას, როგორც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.

ცირა გურგენიძე

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი