უკან
სამართალი
22 ნოემბერი, 2017 11:35
არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს პოლიციელი დაიჭრა
არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილი სამართალდამცველი გადაყვანილია საავადმყოფოში.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რამდენიმე ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.
გავრეცებული ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირის დაკავებას ცდილობს, რომლებიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
ნინო ექვთიმიშვილი