უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
მსოფლიო
აშშ-მ ახალი სანქციებით ირანის ავიაკომპანიებს დაუმიზნა
აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონის შავ სიაში მოხვდა 9 ირანული და თურქული ავიაკომპანია, რომლებიც Mahan Air-თან and Meraj Air-თან არიან დაკავშირებულები; ასევე პირები, რომლებიც, ვაშინგტონის მონაცემებით, ხელს უწყობდნენ თეირანის სამხედრო ოპერაციებს საზღვარგარეთ.
კერძოდ, სანქციები დაუწესდა ირანულ ავიაკომპანიებს Dena Airways-ს, Blue Airways-ს, ასევე თურქულ ავიაკომპანიებს – Trigron Lojistik-ს, RA Havacilik-ს, 3G Lojistik-ს და Otik Aviation-ს.
შეზღუდვები დაუწესდა ირანის ორ და თურქეთის ერთ მოქალაქეს.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ეს კომპანიები და პირები დაკავშირებულები არიან საზღვარგარეთ იარაღის, აღჭურვილობისა და სახსრების მიწოდებასთან ირანის სახელმწიფო ტერორის ოპერაციების ხელშეწყობის მიზნით.
ცნობისთვის, 8 მაისს დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.