უკან

სამართალი

23 ოქტომბერი, 2017 14:55
font-size

აუდიტის დასკვნა, რომელსაც ბრალდების მხარე ერთ-ერთ ცენტრალურ მტკიცებულებად მოიხსენიებს, არის ბლეფი - ბექა ბასილაია ე.წ. პიჯაკების საქმეზე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავენ, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეიალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიას ბრალად ედებათ 8 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.

საქმის პროკურორის, გიორგი მუჯირის ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარე მტკიცებულების სახით, აუდიტის სამსახურის დასკვნას წარადგენს.

„დღეს ბრალდების მხარე გამოაქვეყნებს და გამოიკვლევს წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილისა და ჯანაშიას ბრალდებას. მათ შორის გამოქვეყნდება და გამოკვლეული იქნება აუდიტის დასკვნა, სადაც ის დამატებითი ხარჯი, კერძოდ, ბრალად წარდგენილი 9 მილიონი ლარი შეფასებულია, როგორ უკანონო და დაუსაბუთებელი“, - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარის თქმით, აუდიტის დასკვნა ბლეფია და ამ დოკუმენტს იურიდიული შინაარსი არ აქვს.

„იმ დოკუმენტებით, რაც საქმეშია წარმოდგენილი, კიდევ უფრო მკაფიოდ დასტურდება, რომ სრულიად ლეგალური, კანონთან შესაბამისი ხარჯების გაწევას ჰქონდა ადგილი და ასევე ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას. იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ამ ხარჯების გაწევა დაიწყო ოთარ ქველიძემ, დაასრულა ანზორ ჩუბინიძემ და ბრალდებულია თემურ ჯანაშია.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, რომელსაც ბრალდების მხარე მოიხსენიებს, როგორც მის ერთ-ერთ ცენტრალურ მტკიცებულებად. უნდა ვთქვათ, რომ ესაა ბლეფი, ჯერ ერთი, აუდიტის სამსახურის დასკვნა არის შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მივლინებულ პირთა კერძო მოსაზრებები. მეორე, ამ დასკვნას არ აქვს იურიდიული შინაარსი, რამდენადაც აუდიტორებს არ აქვთ უფლება შეაფასონ კონკრეტული ხარჯები, ისინი კანონის შესაბამისია თუ არა“, - განცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ანა მებურიშვილი

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი