უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
სამართალი
„ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვა სასამართლოში გადაიდო
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ „ბათუმის მაგნოლიის“ სასამრთლო სხდომა, ბრალდებულის გურამ რჩეულიშვილის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
როგორც გურამ რჩეულიშვილის ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განაცხადა, ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
„უნდა გაგრძელებულიყო დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა სასამართლოს ხდომა გადაიდო გურამ რჩეულშვილის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ის ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ითხოვა სხდომის გადადება. რაც შეეხება ბრალდების მხარეს პრეტენზიას, რომ საქმის განხილვა ჭიანურდება - ეს ასე არ არის. ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ამ სასამართლო სხდომაზე დაახლოებით 500 მოწმე“,-აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, როგორც საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ აღნიშნა, თუ მომდევნო სხდომაზე „რჩეულშვილი არ გამოცხადდება, ბრალდების მხარე გირაოს ნაცვლად პატიმრობას მოითხოვს“.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავნმეორდებით, რომ მათი მხრიდან ხდება ხელოვნურად პროცესების გაჭიანურება. ბრალდების მხარემ მტკიცებულებები, 70 მოწმე და 44 ტომი წერილობითი მტკიცებულება ერთი თვის განმავლობაში გამოიკვლია. მათ გაცილებით ნაკლები მტკიცებულება აქვთ, თუმცა ხელოვნურად ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას“,-აღნიშნა პროკურორმა.
მონიკა დავლიანიძე