უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
სამართალი
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკითხვას მოითხოვს
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბერიძის ადვოკატი თენგიზ კახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკითხვას მოითხოვს.
როგორც უფლებადამცველმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმეზე საგამოძიებო დოკუმენტები გადაეცა, რომლის თანახმად, მოწმის სახით 300 პირია დაკითხული.
თენგიზ კახიძის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, დაიკითხა აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების" ოთხი დეპუტატი, ვლადიმერ მგალობლიშვილი, მერაბ კარანაძე, ილია ვერძაძე და ირაკლი ჭეიშვილი.
ადვოკატის განცხადებით, აქციის დროს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ამ დრომდე არ დაკითხულან.
"მე, საქმეზე 14 ტომი დოკუმენტი გადმომეცა, სადაც მოწმის სახით 300-მდე პირია დაკითხული, აქედან "ქართული ოცნების" 4 დეპუტატი. რატომ არ ხორციელდება ამ დრომდე" ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების დაკითხვა, რომლებიც აქციაზე დაწყებიდან დასრულებამდე იმყოფებოდნენ? მოვითხოვ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელგუჯა ბაგრატიონის დაკითხვას, რათა გამოძიება ცალმხრივად არ წარიმართოს", - განაცხადა ადვოკატმა.
ნინო ექვთიმიშვილი