უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ოქტომბერი, 2016 15:40
font-size

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული მასალები და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მტკიცებულებად მიიჩნია

ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნის ხელის შეშლის ფაქტზე, 2016 წლის 19 სექტემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების მასალებს დაეყრდნო.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარეს რ.კ.-სა და შპს „M&B“-ის დირექტორ მ.ბ.-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს დაევალათ ქობულეთში მდებარე ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, რაც, მათ შორის, გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონატთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობის, პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში. მოპასუხე ფიზიკურ პირებს ასევე დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დაეყრდნო სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ასახულ ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.

2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთის მოსახლეობამ, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეშლის მოტივით, პანსიონთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი შენობის კარზე მიაჭედეს. ამ ფაქტის შემდეგ დღემდე ქობულეთში მდებარე შენობაში პანსიონი არ გახსნილა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნის ხელის შეშლის ფაქტსრელიგიის თავისუფლების და საკუთრების უფლების უზრუნველყოფის, ასევე სამართალდამცავთა მხრიდან ამ უფლებების რეალიზებისათვის პოზიტიური ვალდებულებების შესრულების კუთხით შეისწავლიდა.

სახალხო დამცველი ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს მუსლიმების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდა. საკითხი ასევე აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2014 საპარლამენტო ანგარიშში და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია, სამართალდამცველთა მხრიდან საკუთარი უფლებამოვალეობების სავარაუდო არაჯეროვანი შესრულების გამოძიებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, მუსლიმმა თემმა რელიგიის თავისუფლებით სრულად და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე ისარგებლოს. ამისათვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობა, რაც, მათ შორის, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის აღმოფხვრას გულისხმობს.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი