უკან

კონფლიქტის ზონა

29 აგვისტო, 2018 13:11
font-size

ბოლოს მუხლებზე დავიჩოქებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ, მიგვიღონ თავიანთ შემადგენლობაში - სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთი ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და ამან შეიძლება რეგიონი დიდი ტრაგედიამდე მიიყვანოს. ამის შესახებ შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მართვა არ შეუძლია.

„თუ უახლოეს პერიოდში ვერ გამოვალთ ამ კრიზისიდან, ისეთ უფსკრულში გადავცვივდებით, რომლიდანაც ვერ გამოვალთ. მაშინ რისთვის გვჭირდებოდა ეს ბრძოლა? რისთვის ჩავმარხეთ მიწაში ამდენი ძმა და მეგობარი? და ახლა, მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო , რომელიც ჩვენს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთის სამეფოზე, აფხაზეთის სამეფო ბიზანტიას ექვემდებარებოდა, აფხაზი მეფეები იქიდან იღებდნენ ნებართვას, ტიტულებს. ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა, რომელიც არასდროს არ გვქონია და რომლითაც ვერ განვაგებთ, რადგან სახელმწიფოს სათავეში არის უუნარო ხალხის გროვა, რომელსაც არ შეუძლია მართვა და წასვლა არ სურს.

ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ, უპირველეს ყოვლისა, მე, რომ ისინი მოვიდნენ. მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ვიღაცები მოვიდოდნენ, ვინც რამეს გააკეთებდა.

საჭიროა ხალხთან მისვლა და ახსნა, რა ხდება, რომ ხვალ დიდი ტრაგედია გველის, ისეთივე, როგორც მე-19 საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. ისევ დავკარგავთ ყველაფერს. მერე მუხლებზე დავიჩოქებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ, მიგვიღონ თავიანთ შემადგენლობაში. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გვინდა? მე არ მინდა“, -თქვა შამბამ.

შამბამ აღნიშნა, რომ არსებული კრიზისიდან აფხაზეთის გამოყვანა, მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია.

ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი