უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

22 თებერვალი, 2017 15:15
font-size

ბრიტანეტის თემთა პალატამ ამერიკული „მაგნიტსკის აქტის“ მსგავს კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო ამერიკული „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონპროექტი. ახალი კანონის თანახმად, იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ამხელენ ადამიანთა უფლებების შელახვაში, ქონებას ჩამოართმევენ და საბანკო აქტივებს გაუყინავენ.

კანონპროექტი აფართოებს „არაკანონიერი ქცევის“ მნიშვნელობას. დეპუტატები გამოვიდნენ წინადადებით, რომ ტერმინში შედიოდეს პოლიტიკოსების მონაწილეობა წამებასა და სხვა ადამიანის უფლებების შემლახავ ფაქტებში.

კანონი ერთხმად მიიღეს პარლამენტში, შემდგომ ის ლორდთა პალატას გადაეგზავნება, რომელთა მხარდაჭერის შემთხვევაში აღნიშნული კანონი ძალაში შევა.

ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებლისა და კანონის ერთ-ერთი ინიციატორის, უილიამ ბრაუდერის თქმით, აღნიშნული კანონი „შიშს ჩაუნერგავს რუსეთისა და სხვა ავტოკრატიული ქვეყნების მაღალჩინოსნებს“. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ კანონის მიღების შემდეგ, ბრიტანეთი იქნება მესამე ქვეყანა აშშ-სა და ესტონეთის შემდეგ, რომელსაც ექნება უფლება, ის ადამიანები მისცეს პასუხისგებაში, ვისაც ადანაშაულებენ ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში.

მაგნიტსკი Hermitage Capital-ში მუშაობდა. ბრაუდერი აღნიშნავს, რომ მაგნიტსკიმ თაღლითური სქემა აღმოაჩინა, რომლის წყალობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეყნის ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი რუბლი მოიპარეს.

მიუხედავად ამისა, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრაუდერსა და მაგნიტსკის წაუყენეს ბრალი. Hermitage Capital-ის მფლობელს დაუსწრებლად მიუსაჯეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, ხოლო ამავე საქმეში დაპატიმრებული მაგნიტსკი სასამართლო სხდომამდე საკანში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მაგნიტსკის საქმის გამო, ამერიკაში მიიღეს კანონი, რომელიც აძლევს უფლებას, გაყინოს იმ მაღალჩინოსანთა აქტივები, ვინც ადვოკატის სიკვდილში ფიგურირებენ, ასევე მათთვის უარის თქმა ამერიკის ვიზის გაცემაში.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი