უახლესი ამბები
- 25.01.2021 11:20რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს - გიორგი ფხაკაძე შეზღუდვებზე
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
მსოფლიო


ბრიტანულ მედიაში ლონდონის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 21 წლის კაცის ფოტოები გავრცელდა
ბრიტანულ მედიაში ლონდონის მეტროსადგურ „პერსონს გრინში“ მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილის ფოტოები გავრცელდა. Sky News-ის ინფორმაციით, ის 21 წლის იაჰია ფარუქია, რომელიც პოლიციამ კვირას დააკავა.
მანამდე კი, შაბათს სამართალდამცველებმა საპორტო ქალაქ დუვრში 18 წლის კაცს მიაგნეს, რომელმაც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა მეტროს ვაგონში.
ორივე ეჭვმიტანილი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში ცნობილ ცოლ-ქმარ პენელოპა და რონალდ ჯონსებთან, რომლებმაც 40 წლის განმავლობაში 300 ბავშვი შეიფარეს და აღზარდეს, მათ შორის 8 ლტოლვილია.
2010 წელს ცოლ-ქმარმა მიიღო ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენები
შეგახსენებთ, ლონდონის მეტროსადგურ „პერსონს გრინში“ აფეთქება 15 სექტემბერს მოხდა. ამოქმედდა თვითნაკეთი ბომბი, რომელიც პოლიეთილენის პარკში გახვეულ თეთრ სათლში იყო დამონტაჟებული, რომლის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა.
მომხდარმა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიიღო, რომელზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
წელს ბრიტანეთში ეს უკვე მეხუთე ტერორისტული აქტია. წინა თავდასხმების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა. 2005 წელს 52 ადამიანი დაიღუპა ლონდონის მეტროს სამ მატარებელსა და ავტობუსში თვითმკვლელთა ბომბების ამოქმედების გამო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
23 იანვარი, 2021 , 17:35

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია
20 იანვარი, 2021 , 21:17

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია
20 იანვარი, 2021 , 11:05

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15