უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 ივლისი, 2017 18:30
font-size

ჩიკაგოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში 101 ადამიანი დაცხრილეს, აქედან 15 დაიღუპა

101 ადამიანი ჩაცხრილეს ჩიკაგოში 4 ივლისის დღესასწაულის ფარგლებში მოწყობილ დასვენების დღეებზე. ინფორმაციას ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით ბიბისი ავრცელებს.

CBS Chicago-ის ინფორმაციით, 101 დაჭრილიდან 15 ადამიანი დაიღუპა.

ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 13 წლის მოზარდი ბიჭია, ხოლო ყველაზე ასაკოვანი - 60 წლის მამაკაცია.

ბიბისი ჩიკაგო ტრიბუნზე დაყრდნობით წერს, რომ თითქმის ნახევარი შემთხვევა 4-დღიანი სადღესასწაულო პერიოდის 12 საათიან მონაკვეთზე მოხდა, ძირითადად ჩიკაგოს სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან გაუგზავნა ადგილობრივ პოლიციას დასახმარებლად ფედერალური აგენტები, რათა ბანდიტური „ომი“ შეაჩეროს.

ბიბისის ინფორმაციით, შარშან ამერიკის დამოუკიდებლობის დღის სამდღიან სადღესასწაულო პერიოდში 66 ადამიანი დაცხრილეს.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი