პოლიტიკა
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელი არ არის ეს დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს.
„ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტურ ინტერესს. როდესაც ფორმატებზეა საუბარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე, რა თქმა უნდა, დებატების ეს ფორმაც აუცილებელია, არა მარტო მიზანშეწონილია, რომ არსებობდეს, არამედ აუცილებელია, პირველ რიგში, პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან იმისათვის, რომ საზოგადოებას გააგებინონ სიმართლე და გააკეთებინონ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, მაგალითად ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, რაც, ბუნებრივია, არანაკლებ ღირებულია თუ არა უფრო მეტად ღირებული. ვფიქრობ, რომ ეს დებატები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დისკუსია, რისთვისაც ჩვენ ასევე მზად ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 17:34
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი
13 თებერვალი, 2026 , 17:17
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა
13 თებერვალი, 2026 , 16:56
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო
13 თებერვალი, 2026 , 13:36
პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 12:23
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
13 თებერვალი, 2026 , 11:52


