უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2026 09:14
font-size

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რაზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მანამდე კოლექტიური დასავლეთი იყო წარმოჩენილი, როგორც სრულიად უნაკლო და უპრობლემო სივრცე, მაშინ, როდესაც ამ პროცესებმა ზედაპირზე ამოიტანა ყველა ის პრობლემა, რომლზეც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდა.

„არ არსებობს იდეალური პოლიტიკური სივრცე, ზოგადად პოლიტიკა არის საკმაოდ რთული საქმე და არის უამრავი არასწორი პროცესი, რომელიც ყველა პოლიტიკურ სივრცეში წარიმართება და ბუნებრივია, ეს ეხება დასავლურ სივრცესაც. დანარჩენი, როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება ეკონომიკურ სტაგნაციას, რომელსაც გადის ევროპა უკვე 2008 წლიდან. 2008 წელს 30% იყო ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში და 2024 წლის ბოლოსთვის 17,5%-მდე შემცირდა. მალე გამოქვეყნდება 2025 წლის მონაცემები და სავარაუდოდ, ეს წილი 17%-მდე იქნება შემცირებული. ეს აჩვენებს იმ მძიმე ტენდენციებს, რომელიც არის ევროპაში. იგივე ეხება პრობლემებს, რაც არის ევროპის კონტინენტზე იდენტობის თვალსაზრისით და იგივე პრობლემები უკავშირდება სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას. აქაც არის სერიოზული უკუსვლა. ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანა გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს და რაც მთავარია, კვლავაც მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი