უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2026 09:19
font-size

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს, ხელისუფლებას კი სრულიად სხვა ამოცანა აქვს.

„შედარება რომ მოვიყვანოთ, გახსოვთ, კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, მათ მიაჩნდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის მათთვის იყო მომგებიანი და ყველაფერს აკეთებდნენ ღიად, დაუფარავად, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ამ შემთხვევაშიც იგივეა, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება უფრო მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ ისინი შანსს. ძალიან მარტივი გათვლები აქვთ და ეს ყველაფერი უბიძგებს მათ საბოტაჟის მცდელობისკენ. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანა და ეს არის ის, რომ უზრუნველვყოთ მოსახლეობის უფრო მეტი კმაყოფილება და რა თქმა უნდა, ეს მიიღწევა ფასების შემცირებით. რა თქმა უნდა, კონფლიქტი არსებობს, ვერავინ გაამტყუნებს ბიზნესს იმაში, რომ მას მეტი მოგების მიღება უნდა, მეტი მოგება კი მიიღწევა მაღალი ფასებით. ბუნებრივია, ბიზნესი არის აქეთკენ მიმართული, მაგრამ ვფიქრობ, ინტერესების დაბალანსებაა შესაძლებელი ისე, რომ ბიზნესმა მიიღოს რაციონალური მოგება და ეს მოხდეს ფასების შემცირების პარალელურად. იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი მიიღწევა ამ პროცესის საფუძველზე,“- განაცხადა პრემიერმა.

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი