უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2026 10:38
font-size

იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მათ მიერვე არის მხილებული, ახლა ცდილობენ, რომ სუპერმარკეტების რაოდენობას გადააბრალონ პრობლემები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც მთავრობა კორუმპირებულია, შეუძლებელია, ხალხი კარგად ცხოვრობდეს.

„იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. ყველასთვის ცხადია, რომ ფასებს თავისუფალი ბაზარი არეგულირებს. ამ ქვეყანაში არის ეკონომიკის სამინისტრო, საგადასახადო სისტემა, ეროვნული ბანკი, რომელთა სწორი მოქმედებების შედეგად ხდება ხელშეწყობა ამა თუ იმ პროცესებისათვის. როდესაც ქვეყანაში გაქვს 18%-იანი დღგ-ს გადასახადი, როდესაც ახრჩობ ადამიანებს, როდესაც კორუფციამ მიაღწია იმ მასშტაბს, რომ ენით აღუწერელ სიმდიდრეს ინახავენ სახლში ჩინოვნიკები, ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე რომელიღაც მეწარმეები ეწევიან ბაზრის ნგრევას, უბრალოდ ადამიანების მოტყუებაა. ჩვენ გამოვიარეთ კომუნისტური ეპოქა და გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის ტალონები, ყველის ტალონები და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ქართული ოცნება“.

ინფლაციის შემდეგ ადამიანებს აღარ ჰყოფნით ფული, რომ შევიდნენ სუპერმარკეტებში და იყიდონ საჭირო პროდუქტი. ეს პრობლემა რეალურია, მაგრამ მისი გადაჭრა ისე კი არ უნდა მოხდეს, რომ სუს-ი შეუვარდეს მაღაზიის მფლობელებს, დაატეროროს ისინი და რაღაცების გაკეთება აიძულოს. ამან შეიძლება ორდღიანი ეფექტი მოგვცეს, მაგრამ ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედოს.

რა პრემიერ-მინისტრის საქმეა, რამდენი სუპერმარკეტი იქნება საქართველოში? რომელიმე დაბაში ვინმე გახსნის თუ არა მაღაზიას, ეს რა სახელმწიფოს საქმეა? სახელმწიფოს საქმეა, არ მოიპარონ იმდენი ფული, რომელიც შემდეგ ქვეყანას დაანგრევს.

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ის ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მათ მიერვე არის მხილებული, ახლა ცდილობენ, რომ სუპერმარკეტების რაოდენობას გადააბრალონ პრობლემები, რომელიც აუცილებლად დადგებოდა ქვეყანაში. არ შეიძლება, კორუმპირებული იყოს მთავრობა და ხალხი კარგად ცხოვრობდეს“, - განაცხადა წიკლაურმა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი