უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2026 09:46
font-size

ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროდუქციაზე ჯამური ფასნამატი არის 86%, აქედან 44% მოდის დისტრიბუციაზე და დაახლოებით 28% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დაჯამებით ადის 86%-მდე.

„ასევე განსხვავდება მარჟები თავად მარკეტებს შორის, დისტრიბუტორებს შორის. ეს არის სპეციფიკა. ჯამურად ეს არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ დიდია სხვაობა ევროპულ ფასებთან. მაგალითად, ჩვენ რომ შევისწავლეთ ევროპაში ფასნამატის წარმოქმნა, დაახლოებით 20%-დან 30%-მდე მერყეობს საბითუმოდან თაროს ფასამდე სხვაობა. ჩვენს შემთხვევაში ამას ტრანსპორტირება ემატება, თუმცა მთლიანობაში 86 პროცენტი მაინც ბევრად მეტია, ვიდრე იგვე გერმანული მარკეტების შემთხვევაში, თან ამას ემატება ის, რომ გერმანიაში იჯარის ფასიც უფრო ძვირია, ხელფასები უფრო მაღალია, ეს ბუნებრივია, განაპირობებს უფრო მაღალ ხარჯებს ქსელური მარკეტებისთვის. ამ პირობებშიც კი, 20-დან 30%-მდე მერყეობს ფასნამატი, ამიტომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ არის სივრცე ფასნამატის შემცირებისთვის და შესაბამისად, ფასების დაკლებისთვის. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მე არ ვიცი, რით შეიძლება აიხსნას - კონკრეტული პროდუქტი ავიღოთ, კონკრეტული სახეობის ბრინჯი, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტულ ქსელში ღირს 4 ლარზე ნაკლები და ზუსტად იგივე პროდუქტი საქართველოში იგივე ქსელში ღირს თითქმის 11 ლარი, ანუ თითქმის სამმაგია სხვაობა ფასებს შორის. ჩემთვის ცოტა რთული ასახსნელია, თუმცა ამასაც ჩავეძიებით და დავადგენთ რამდენად არის ეს ყველაფერი ლოგიკური. ასევე ერთი საინტერესო დეტალია, რომ ხშირად პრეტენზიებს გამოხატავენ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართაც, მაგალითად ქსელების წარმომადგენლები დისტრიბუტორების მიმართ, დისტრიბუტორები ქსელების მიმართ, მწარმოებლები ქსელების, დისტრიბუტორების მიმართ და ა.შ. ესეც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო კარგად ჩავეძიოთ პრობლემის არსს.

მე ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ ამ პროცესის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროცესი აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აპრილის ბოლომდე გვინდა, დაველოდოთ ფასების შემცირებას. იმედი გვაქვ, რომ გზადაგზა მანამდეც მივაღწევთ შედეგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი