პოლიტიკა
ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ კაცობრიობის მოწინააღმდეგე აგრესორს, რუსული ეკლესია კი უნდა დადგეს სიმართლის მხარეს - უკრაინის პატრიარქი
მომავალ კვირას საქართველოს ევროპარლამენტართა დელეგაცია ეწვევა. თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები შეხვედრებზე აქცენტს რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გააკეთებენ.
ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გაეცნობიან და ინფორმაციას აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად გამოიყენებენ.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ეს შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე კიბერუსაფრთხოებას, მაგრამ ვიზიტისას, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ოკუპირებულ ტერიტორიებს მიენიჭება. ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ ე.წ. საზღვართან და ვნახოთ ადგილზე რა ვითარებაა. გვსურს გავიგოთ დეტალები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებითაც""- აცხადებს ევროპარლამენტის წევრი კლერ მუდი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად საქართველოს მოიხსენიებს ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი, დევიდ მაკალისტერი.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა უნდა გამოხატოს საქართველოსადმი სოლიდარობა.
„იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი გაიხსენებს იმ მოვლენებს, რომელიც 10 წლის წინ მოხდა საქართველოში. ყველა ქვეყანა იმსახურებს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და აღიარებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ ვიყავი საქართველოში, თქვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ და მგონია რომ, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი""-აცხადებს ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი.
ევროპარლამენტში სტუმრად იმყოფებოდა უკრაინის პატრიარქი ფილარეტი. მან საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინის ისევე, როგორც საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
„უკრაინა და ევროპა უნდა იყვნენ ერთიანი, უკრაინამ ევროპული ფასეულობები და ქრისტიანობა ჯერ კიდევ ათასი წლის წინ, ვლადიმირის დროს აირჩია. უკრაინა ევროპული ქვეყანაა და უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ადგილიც ევროპასა და ევროკავშირშია. ჩემი ქვეყნის მსგავსად თქვენც ომი გამოიარეთ რუსეთთან. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ კაცობრიობის მოწინააღმდეგე აგრესორს, რუსული ეკლესია კი უნდა დადგეს სიმართლის მხარეს. როდესაც რუსული ეკლესია სიმართლის მხარეს იქნება, აგრესორს გვერდით ვეღარ დაუდგება“-ამბობს უკრაინის პატრიარქი ფილარეტი.
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


