პოლიტიკა
ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ვერ ჩაერევა - აპატურაი „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას, რომელიც პარტიამ რუსეთის დუმის დეპუტატებთან მოსკოვში ვიზიტის დროს გაახმოვანა. წინადადების თანახმად, უნდა შეიქმნას საქართველო-რუსეთი-ნატოს ერთობლივი ფორმატი.
როგორც აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, მისთვის გაუგებარია აღნიშნული ფორმატის შექმნის მიზანი. აპატურაის თქმით, მესამე მხარე ვერ ჩაერევა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში და თვითონ ქართული მხარის გადასაწყვეტია მისი მომავალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
„სიმართლე გითხრათ. კარგად ვერ ვხდები, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს. ამავე დროს გვაქვს მცდელობა, რომ რუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი. ეს ხდება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ ეს არის იდეა, რომ რუსეთმა და ნატომ რაიმე ფორმით ვიმსჯელოთ საქართველოს მოავალზე, მაშინ ეს შეუძლებელია, არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალზე არავისთან აწარმოოს მოლაპარაკებები, არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტია თქვენი მომავალი ამ ორგანიზაციაში, ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა“, - განუცხადა აპატურაიმ საზოგადოებრივს.
რაც შეეხება ბოლო დროს გააქტიურებულ მცოცავ ოკუპაციას, აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო აკვირდება სიტუაციას და განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე.
„ამ დილით დამატებითი ინფორმაცია მივიღე სამეკავშირეო ოფისიდან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. რაც ხდება, ესაა მიუღებელი, ადამიანებს ექმნებათ პრობლემები, არ აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნო მიწებზე, ირღვევა მათი უფლებები. ნატოს არაერთხელ უთქვამს და იტყვის ამჯერადაც, რომ ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო შეშფოთებული ვართ, განვაგრძობთ ყურადღებით სიტუაციის მონიტორინგსა და ზეწოლას რუსეთზე“, - თქვა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმოამდგენელმა.
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


