უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ივნისი, 2020 17:10
font-size

დავით ჭიჭინაძე ბიზნესისთვის სახელმწიფო ვალდებულებების გადავადებას ან შეჩერების ითხოვს

პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე, ბიზნესისთვის სახელმწიფო ვალდებულებების გადავადებას ან შეჩერების ითხოვს. მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი ბანკებისთვის კარგი მაგალითი იქნება.

„თუ ადამიანებს თავიანთი კომერციული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების უფლებას არ ვაძლევთ, არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებს იმ ვალდებულებების განხორციელება დააკისროს, რომელიც ხელშეკრულებით აქვთ განსაზღვრული. ეს ყველაფერი ითხოვს კომპლექსურ გადაწყვეტას და ამის დარეგულირებაზე უნდა იმუშაოს მთავრობამ, თორემ ჯარიმების დაწესებას დიდი ჭკუა არ სჭირდება. ამასთან, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ბანკებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ ტერორს ახდენენ. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა გახარიამ არაერთხელ განაცხადა სესხების კაპიტალიზაციის გადავადების შესახებ, სამწუხაროდ, ბანკები და მიკროსაფინანსოები ყოველ დღე იბარებენ ადამიანებს და უცხადებენ მათ, რომ მათთვის პრემიერის განკარგულება არგუმენტი არ არის. ამ ფაქტების შესახებ მე მქონდა საუბარი როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები მეტ-ნაკლება გადაიდგმება”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი