უკან

ეკონომიკა

5 აპრილი, 2024 12:48
font-size

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ეს კი, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

„2023 წლის ბოლოს ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირება გამოიკვეთა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა ზამთრის საწყისი მკვეთრი ზრდის შემდეგ ტრანსპორტირების ფასები ზომიერად შემცირდა. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ ინფლაციაზე მოქმედი შესაძლო რისკებიც შედარებით შემცირებულია. მარტში, თებერვალთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ღირებულება 0.01%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიაფდა ანტიბიოტიკები და შოკოლადის ფილა, რამაც მთლიანობაში თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ამის საპირისპიროდ, ვაშლის გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 3.4%-ით გაიაფება, რამაც ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურისა და კარტოფილის ფასების კლება, რამაც მარტში ინფლაცია, ჯამურად ,1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მეორე მხრივ, ძროხის ხორცის, საბანკო მომსახურებისა და ბენზინის გაძვირებამ ინფლაცია 1.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მცირედით მოიკლო და 2.3% შეადგინა. საბაზო ინფლაციის ზრდაზე, უმეტესწილად, საბანკო მომსახურების გაძვირებამ იმოქმედა, კლებაზე კი – ანტიბიოტიკების გაიაფებამ“, – აცხადებენ სებ-ში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, მცირედით, 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2.6% შეადგინა.

„შერეული წარმოების კატეგორიის პროდუქტების ინფლაციის კლება კვლავ გრძელდება. გარკვეული სურსათისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიურმა გაიაფებამ შერეულად წარმოებული პროდუქტების 3.9%-იანი დეფლაცია გამოიწვია. იმპორტირებული პროდუქტების ფასები, თითქმის ერთწლიანი დეფლაციის შემდეგ, თებერვლის ტენდენციას მიჰყვება და მარტში წლიურად 1.6%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, საწვავის ფასების წლიური ზრდა და საბაზო ეფექტია. ადგილობრივ ინფლაციაში დიდი წვლილი შედარებით მაღალ მომსახურების ინფლაციას (5.4%) აქვს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 2.8 პროცენტული პუნქტია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი ჰქონდა საბანკო მომსახურების გაძვირებას (1.5 პპ); გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილი ბინის დაქირავების ღირებულების ეფექტი ინფლაციაში ეტაპობრივად ამოიწურა და მისი წვლილი მომსახურების ინფლაციაში არის -0.03 პპ“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი