უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 სექტემბერი, 2017 14:55
font-size

დავით ოქიტაშვილმა ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა, მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც მედიას ოქიტაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუმარტა, პროფკავშირების ხელმძღვანელობა სამართლებრივ სივრცეშია დასაბრუნებელი, რადგან, მისი თქმით, არსებობს ისეთი დარღვევები, რომელიც ეხება კრების მოწვევის წესს და სხვა.

„მოქმედი კანონმდებლობის მეშვეობით საქართველოს პროფკავშირის ხელმძღვანელობა უნდა დავაბრუნოთ სამართლებრივ სივრცეში. სარჩელის დეტალების გასაჯაროებაზე თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ საკითხი ძირითადად ეხება დელეგატების სიების არგადმოცემას, კრების მოწვევის წესის დარღვევას და სხვა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლეგიტიმურობას, თავად ყრილობის მოწვევის საკითხს“,-აღნიშნა ადვოკატმა.

თავად ოქიტაშვილის თქმით, პეტრიაშვილი მორიგჯერ აპირებს არჩევნების გაყალბებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ პეტრიაშვილი ემზადება გაყალბებისთვის, ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა იმ უმსგავსოების წინააღმდეგ, რაც ხდება დღეს გაერთიანებულ პროფკავშირებში. ჩვენ არ გავჩერდებით. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პროფკავშირის თავმდჯომარე, აქ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს ის 12 წლიანი ფეოდალური მმართველობა, რა ფეოდალური მმართველობითაც, ნეპოტიზმით მართავდა ბატონი პეტრიაშვილი ამ დარგს“,-აღნიშნა ოქიტაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი