უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება.
#9 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურორთა ჯგუფი საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ხელმძღვანელობით ცოტა ხნის წინ მივიდა.
დაკითხვას ესწრებიან ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებიც.
როგორც დაკითხვის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას არაერთი შეკითხვა აქვს და ისინი იმედოვნებენ, რომ ბრალდებულისგან ამომწურავ პასუხს მიიღებენ.
”პროკურატურის ამოცანა არის საქმეზე მტკიცებულებები შევადაროთ ყველა შესაძლო წყაროსთან. ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოძიებას და ამიტომაც გქვონდა მიზანი, დაგვეკითხა ბრალდებული. მას აქამდეც არაერთხელ შეეძლო მიეცა ჩვენება, თუმცა კარგია, რომ დღეს გვაძლევს ჩვენებას.
ჩვენ გვაქვს არაერთი შეკითხვა, რომელიც დაისმება და იმედი გვაქვს, რომ ამომწურავ პასუხს მივიღებთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ როდესაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება ბრალდებულისგან ჩვენ დამატებით კომენტარებს გავაკეთებთ ამ ჩვენების ირგვლივ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ნინო ექვთიმიშვილი