უახლესი ამბები
- 	30.10.2025 21:31პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
- 	30.10.2025 21:26„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
- 	30.10.2025 21:18რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან- საგამოძიებო სამსახური
- 	30.10.2025 18:22საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება
- 	30.10.2025 17:52ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
არქივი
სამართალი
 
 
					
					 
											რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან- საგამოძიებო სამსახური
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ახალაიამ აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლიც გაიჩხრიკა.
გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ.
ასევე, კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე.
როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.
გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-იდან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
აღნიშნულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვაგრძელებთ ინტენსიურ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს რათა უზრუნველყოფილი იქნას კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა მხილება, პასუხისგებაში მიცემა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენცია“, - განაცხადა ახალაიამ.
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
30 ოქტომბერი, 2025 , 21:31
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ შეფს 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
29 ოქტომბერი, 2025 , 18:09
 
													ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა
29 ოქტომბერი, 2025 , 16:27
ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:44
 
													პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს
29 ოქტომბერი, 2025 , 13:03
 
													პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა
28 ოქტომბერი, 2025 , 14:45
 
				

 
								