უკან

სამართალი

10 ოქტომბერი, 2024 12:45
font-size

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა, 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, რ.ა.-მ ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და სამი ვაზნა გადააგდეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე და 19-187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე კანონი და 15 000-ლარიანი ჯარიმა

21 ოქტომბერი, 2024 , 17:26

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საქართველოს ადმინისტ

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულია ოთხი პირი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ აშშ-ში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 დოლარს და მილიონ ევროს - პროკურატურა

18 ოქტომბერი, 2024 , 15:47

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ.

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავა, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია

9 ოქტომბერი, 2024 , 14:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონი

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

9 ოქტომბერი, 2024 , 13:03

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ